"ლეიბორისტული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, დედოფლისწყაროელებს ელიაობის დღესასწაული მიულოცა.
შალვა ნათელაშვილმა, ელიას მთაზე, ილია თეზბიტელის სახელობის ტაძარი მოილოცა და ადგილობრივებთან ისაუბრა.
ტაძარი დედოფლისწყაროში მეექვსე საუკუნიდან არსებობს და იქ მრევლი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან სპეციალურად ამ დღის აღსანიშნავად ჩადის.
შალვა ნათელაშვილი მოსახლეობას ელიაობის ულოცავს და დღესასწაულის მნიშვნელობაზე საუბრობს.