"ნაციონალური მოძრაობა" ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობით ინტერესდება და აჭარის მთავრობას დეტალების გასაჯაროებას სთხოვს.
უმაღლესი საბჭოს წევრის, გიორგი დიასამიძის თქმით, საავადმყოფოს მშენებლობისათვის დამატებით გამოიყო 7 მილიონზე მეტი ლარი მაშინ, როდესაც მშენებლობის ვადა უკვე ამოწურული იყო.
ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ საავადმყოფოს ჩაბარების ვადა რამდენჯერმე გადაიდო. ხელისუფლება არ ფლობს კონკრეტულ კონცეფციას იმის შესახებ, თუ ვის მფლობელობაში იქნება ეს დიდი ტრადიციის მქონე რესპუბლიკური საავადმყოფო, იქნება კერძო თუ სახელმწიფო დაწესებულება.