20 ნოემბერი 2024,   00:20
ვრცლად
ნინო გვენეტაძე ვერ გრძნობდა თავს კომფორტულად - ბექა ნაცვლიშვილი

„ნინო გვენეტაძე ვერ გრძნობდა თავს კომფორტულად,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა ნაცვლიშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომასთან დაკავშირებით გააკეთა.

ნინო გვენეტაძის მიერ თანამდებობის დატოვებაზე საუბრისას ბექა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ მასთან შეხვედრის დროს რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ის თავს კომფორტულად არ გრძნობდა.

ბექა ნაცვლიშვილმა ასევე, კიდევ ერთხელ დააფიქსირა კრიტიკული პოზიცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებულ მდგომარეობაზე.

„ნინო გვენეტაძე ვერ გრძნობდა თავს კომფორტულად, დარწმუნებული ვარ, რამდენჯერაც შეხვედრა მქონია, განცდა მქონდა იმის, რომ კომფორტულად ვერ გრძნობდა ის თავის თავს. თვითონ რა პროცესებიც მიმდინარეობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გამიკეთებია კომენტარი და ძალიან უარყოფითია ჩემი შეფასება, მაგრამ რა წვლილი აქვს ქალბატონ ნინოს ამაში, ანუ ქალბატონ ნინოს ხელეწიფებოდა თუ არა ამ მდგომარეობის გამოსწორება და ა.შ. ამაზე მსჯელობა ძალიან რთულია ჩემთვის,“ - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ნინო გვენეტაძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია უზენაესმა სასამართლომ გაავრცელა. ნინო გვენეტაძე გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.

დღის ამბები