საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მიმდინარე გამოკითხვაზე, სადაც დეპუტატების კითხვებს შს მინისტრი და ყოფილი მთავარი პროკურორი პასუხობენ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგა ბოკერიამ გიორგი გახარიასა და ირაკლი შოთაძისგან კონკრეტული პასუხი მოითხოვა, თვლიან თუ არა საჭიროდ მირზა სუბელიანის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას საჭიროდ, რათა დადგინდეს ახდენდა თუ არა სუბელიანი გამოძიებაზე გავლენას.
„სუბელიანთან დაკავშირებით რაც მოვისმინე, სწორად გავიგე, რომ ამ ფაქტზე გამოძიების დაწყება არ მიგაჩნიათ საჭიროდ სუბელიანის წინააღმდეგ შესაძლო ჩარევაზე გამოძიებაში და შესაძლო დარღვევებზე თანამდებობის პირების მხრიდან“- ჰკითხა ბოკერიამ ირაკლი შოთაძეს.
თუმცა მას შემდეგ რაც შოთაძემ ზოგადი პასუხის გაცემა დააპირა, ბოკერიამ მას მიმართა, რომ შს მინისტრსაც და ყოფილ მთავარ პროკურორსაც შეუძლიათ დეპუტატების კომპეტენციაზე სხვაგან ისაუბრონ.
„თქვენი მოსაზრება ჩვენი კომპეტენციის შესახებ შეგიძლიათ გარეთ ბრიფინგზე თქვათ“-მიმართა ბოკერიამ.
რასაც კომისიის კიდევ ერთი წევრის სოფიო კილაძის კომენტარი მოჰყვა, რომ გიგა ბოკერია საკუთარ უფლებამოსილებას სცილდება.
შს მინისტრმა კი გიგა ბოკერიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მირზა სუბელიანი საპატიმროშია , მის ბრალეულობასთან დაკავშირებით კი პასუხებს საგამოძიებო კომისიისგან ელოდება.
„ველოდებით თქვენს დასკვნას ამისთვის შეიქმენით“- უპასუხა შს მინისტრმა გახარიას.