20 ნოემბერი 2024,   00:32
ვრცლად
"ჩემთვის არ იყო ეს მარტივი გადაწყვეტილება" - ირაკლი შოთაძე გადადგომაზე

ვეღარ გავიგეთ რატომ გადადექით ბატონო ირაკლი - ამ რეპლიკით, ყოფილ მთავარ პროკურორს საგამოძიებო კომისიის ოპოზიციონერმა წევრებმა მიმართეს.

ირმა ნადირაშვილი დაინტერესდა, ხომ არ გადაიფიქრა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, რომ მისი გადადგომა მართებული იყო. როგორ საპარალამენტო უმცირესობის წევრებმა განმარტეს, ეს კითხვა მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც დღევანდელ გამოკითხვაზე ირაკლი შოთაძისგან განმარტებები მიიღეს, რადგან შოთაძეს გამოძიების ხარვეზებზე არ უსაუბრია.

ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვაზე, შოთაძემ განაცხადა, რომ მან 31 მაისს დეტალურად განმარტა გადადგომის მიზეზები და დღესაც თვლის, რომ მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო.  

"ჩემთვის არ იყო ეს მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდანაც დარწმუნებული ვარ ამ გადაწყვეტილების მართებულობაში"- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

დღის ამბები