26 აპრილი 2024,   10:10
ვრცლად
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა - დაკავებულებს შორის წალენჯიხის საკრებულოს თანამშრომელია

განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 3 პირი დააკავეს. მათ შორის ერთ ერთი წალენჯიხის საკრებულოს თანამშრომელია. დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომელსაც ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები, 12 ივლისს თბილისში, ჟონეთის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდნენ. იცოდნენ მომხდარი მკვლელობის დეტალები, თუმცა გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს, ინფორმაცია სამართალდამცველებს არ შეატყობინეს და ბრალდებულს მიმალვაში ხელი შეუწყეს.

გამოძიება, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები