09 ოქტომბერი 2024,   10:20
ვრცლად
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებისთვის ემზადება

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებისთვის ემზადება.

ამის შესახებ ბრიუსელში გერმანიის კანცლერმა განაცხადა.

"მინსკის შეთანხმება სერიოზულად ირღვევა. ევროსაბჭო და ევროკომისია მზად არიან, დაიწყოს მუშაობა ახალი სანქციების შემოღებაზე," - განაცხადა ანგელა მერკერლმა.

ევროპელ კოლეგებთან კონსულტაციებზე აშშ-ის წარმომადგენლებიც გაემგზავრნენ. კონგრესში კი სიტყვით გამოვიდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი, რომელმაც კანონმდებლებს მიაწოდა ინფორმაცია უკრაინაში ათასობით რუსი ჯარისკაცის ყოფნის შესახებ.

მინსკის შეთანხმება კი დონბასში ისევ ირღვევა. დონეცკის აეროპორტის მიმდებარე უბნებში სროლა განახლდა.

პარალელურად, ნიდერლანდის პროკურატურა ავრცელებს დასკვნას, რომ ზაფხულში მალაიზიური ავიალაინერის კატასტროფა რუსული "ბუკის" ტიპის რაკეტით იყო გამოწვეული.

 

 

დღის ამბები