20 ნოემბერი 2024,   00:24
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა იყოს აპოლიტიკური და უნდა სარგებლობდეს ძალიან მაღალი რეპუტაციით - პრემიერი

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა იყოს აპოლიტიკური და უნდა სარგებლობდეს ძალიან მაღალი რეპუტაციით - ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. 

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ამ მიდგომას იზიარებს.

„ჩემი პოზიცია არის ისეთი, როგორიც ალბათ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის, რომ ის კანდიდატი, ვინც შეირჩევა, რა თქმა უნდა, უნდა იყოს აპოლიტიკური და უნდა სარგებლობდეს ძალიან მაღალი რეპუტაციით როგორც პროფესიულ წრეებში, ასევე ზოგადად საზოგადოებაში”, - აღნიშნა პრემიერმა

შეგახსენებთ, რომ ნინო გვენეტაძემ თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. გვენეტაძემ გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. 

დღის ამბები