20 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - პრეზიდენტის ადმინისტრაცია დღეიდან კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციებს იწყებს 

პრეზიდენტის ადმინისტრაცია დღეიდან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად კონსულტაციებს იწყებს.

გიორგი მარგველაშვილი შეხვედრებში მონაწილეობას ყველა იმ პირს სთავაზობს, რომელსაც შესაფერისი კანდიდატურის შერჩევაში დახმარება შეუძლია.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატისთვის საჭირო მთავარ კრიტერიუმად აუცილებელი კვალიფიკაცია, საზოგადოების ნდობა და აპოლიტიკურობა სახელდება.

"დისკუსიის მთავარი მიმართულება იქნება ორი ძირითადი მიმართულება. პირველი ეს გახლავთ, რა პროცესით უნდა კანდიდატის შერჩევა და დასახელება და მეორე - რა კრიტერიუმები უნდა არსებობდეს. ცხადია ალბათ მოვისმენთ კონკრეტულ გვარ-სახელებსაც კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით, თუმცა, ჩვენთვის მთავარი მიზანი პირველ, საწყის ეტაპზე არის პროცესის და კრიტერიუმების სწორად განსაზღვრა,"-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძემ.  

დღის ამბები