20 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნები - სალომე ზურაბიშვილი განცხადებას გააკეთებს 

საპრეზიდენტო მარათონში ჩართვასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილი განცხადებას დღეს 17:00 საათზე გააკეთებს.

განცხადება ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინა გააკეთა. ზურაბიშვილი ამ წუთებში პარლამენტში იმყოფება, სადაც ის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. 

დამოუკიდებელი დეპუტატი ამბობს, რომ ის ირაკლი კობახიძეს საკუთარ პოლიტიკურ გეგმებს გააცნობს. 

„მე ახლა მოვედი პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომ გავაფრთხილო, დღეს 5 საათზე ვაკეთებ  განცხადებას ჩემთან და თქვენც, ყველას გაფრთხილებთ, რომ 5 საათზე შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩემთან და განცხადებას გავაკეთებ,“ - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

დაუჭერს თუ არა მმართველი გუნდი მხარს სალომე ზურაბიშვილს მხარს, ჯერჯერობით უცნობია. მმართველ გუნდს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია. 

დღის ამბები