"საქართველოში შემოჭრის შემდეგ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბორდერიზაციის პოლიტიკას განაგრძობს. რუსეთი აღმართავს ბარიერებს, რომელსაც უარყოფითი გავლენა აქვს მავთულხლართის ორივე მხარეზე მყოფი ხალხის ცხოვრებაზე," - ამ განცხადებას აშშ-ის საელჩო საქართველოში facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
წელს ოკუპაციის 10 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოში აშშ-ის საელჩოს მეოთხე განცხადებაა.
განცხადებაში აშშ მოუწოდებს რუსეთს, მოხსნას ბარიერები და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
„ისინი აშორებენ ოჯახებს, მეზობლებს, გზას უჭრიან ადგილობრივ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებამდე და უფრო დიდი რისკის ქვეშ აყენებენ საზოგადოების მოწყვლად ნაწილს, მათ შორის სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ადამიანებს.
"ასეთი ბორდერიზაცია შეუთავსებელია საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან. ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ რუსეთს, როგორც კონფლიქტის მხარეს, მოხსნას ბარიერები და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
ამ ვალდებულებებს შორისაა ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარული დახმარებისათვის შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფა“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.