20 ნოემბერი 2024,   00:18
ვრცლად
აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული სამხედრო შენაერთების ყოფნით მოსკოვი არღვევს საერთაშორისო სამართალს - ფედერიკა მოგერინი

ფედერიკა მოგერინი რუსეთ-საქართველოს ომის მეათე წლისთავთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს. ევროკავშირის უმაღლესი კომისარი აცხადებს, რომ ევროპელი პარტნიორები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კიდევ ერთხელ ადასტურებენ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების ძალისხმევის მხარდაჭერას.

ფედერიკა მოგერინი აცხადებს, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული სამხედრო შენაერთების ყოფნით მოსკოვი არღვევს საერთაშორისო სამართალს და 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.

ამას გარდა, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების ინიციატივას "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" , რომელიც სასარგებლო იქნება გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ ბოლო 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმებით გააძლიერა დემოკრატიული ინსტიტუტები, კანონის უზენაესობის თვალსაზრისით რეფორმები გაატარა და რეგიონში დემოკრატიული სტაბილურობის "მოდელს" წარმოადგენს.

დღის ამბები