20 ნოემბერი 2024,   00:25
ვრცლად
სამწუხარო რეალობა არის ის, რომ 10 წლის შემდეგაც ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული - კახა კალაძე

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე რუსული ინტერვენციის დროს დაღუპულ ქართველ გმირებს პატივი თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიაგო. კალაძემ რუსულ ოკუპაციასა და არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. 

„სამწუხარო რეალობა არის ის, რომ 10 წლის შემდეგაც ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული. ჩვენ დავკარგეთ ძალიან ბევრი ადამიანი, დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი მებრძოლი გმირები და მათ უკვდავსაყოფად ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს, გაძლიერდეს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

მუხათგვერდის სასაფლაოზე 10 წლის წინ წინანდელ მძიმე დღეებს მთავრობის წევრები იხსენებენ და კრემლის აგრესიის შედეგებზე საუბრობენ.

5 დღიანი ომის შედეგად საქართველოს 100 ათასზე მეტი მოქალაქე გახდა დევნილი, დაიჭრა ათას 747 ადამიანი, დაიღუპა 170 ქართველი სამხედრო, 14 პოლიციელი და 300-მდე სამოქალაქო პირი.

დღის ამბები