10-პუნქტიანი კომუნიკე ლიეტუვის, ლატვიის, პოლონეთის და უკრაინის მხარეებმა თბილისში აგვისტოს ომიდან 10 წლის თავზე გაავრცელეს.
ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნები რუსეთს საქართველოდან საოკუპაციო ჯარების გაყვანას სთხოვენ.
კომუნიკეზე ხელმოწერები ფიქრობენ, რომ ვიდრე რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების უნდა შენარჩუნდეს.
დღეს პრეზიდენტის ინიციატივით, მრგვალი მაგიდის გარშემო უცხოელ მეგობრებთან ერთად რუსეთის მხრიდან მომდინარ საფრთხეებსა და გამკლავების გზებზე მსჯელობდნენ.
პოლიტიკურ გზავნილებიდან ყველაზე მწვავე პრეზიდენტი იყო. გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და რუსეთთან ახლა მკაცრი ტონია საჭირო.
ქვეყნებმა, რომლის პრეზიდენტებიც ათი წლის წინ რუსთაველის გამზირზე იდგნენ, დღეს თბილისში საგარეო საქმეთა მინისტრები გამოაგზავნეს.
მინისტრები, ვინც საქართველოში ჩამოსვლა ვერ მოახერხა, რუსული ოკუპაციის თემას საკუთარი ქვეყნებიდან ვიდეომიმართვით გამოეხმაურნენ.
საქართველო მეგობარი სამი საგარეო საქმეთა მინისტრის და ერთი ვიცეპრემიერის დღევანდელი დღე საოკუპაციო ხაზიდან დაიწყო. ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების მთავრობის წარმომადგენელები დილით ახალგორის მისადგომებთან ჩავიდნენ და თავად ნახეს რუსული სამხედრო ბაზა, რომელიც თბილისთან ყველაზე ახლოს დგას.