09 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
სამხრეთ კორეაში აშშ-ის ელჩი დანით დაჭრეს

სამხრეთ კორეაში აშშ-ის ელჩი დანით დაჭრეს.

ინციდენტი ოფიციალური საუზმის დროს მოხდა. 42 წლის დიპლომატს მოულოდნელად მამაკაცი დაესხა თავს და ცივი იარაღით სახე დაუსერა.

ელჩი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თავდამსხმელი კი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

თვითმხილველთა განცხადებით, ის ნაციონალისტი აქტივისტია და ინციდენტის დროს ომის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდა.

ელჩზე თავდასხმა დაგმო შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა. პრეზიდენტი ბარაკ ობამა კი დიპლომატს ტელეფონით ელაპარაკა და გამოჯანმრთელება უსურვა.

დღის ამბები