უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატთან დაკავშირებით დღეს პრეზიდენტის მრჩევლები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდებიან. რა კრიტერიუმებით უნდა შეირჩეს ახალი თავმჯდომარე - საუბრის ძირითადი თემა სწორედ ეს იქნება. არასამთავრობოების შეფასებით მნიშვნელოვანია კანდიდატი იყოს დამოუკიდებელი და პოლიტიკური ვალდებულებებისგან თავისუფალი. ასევე ქონდეს სწორი ხედვა როგორ უნდა გაუმკლავდეს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებს. სამოქალაქო სექტორში ფიქრობენ, რომ უმჯობესი იქნება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე აირჩიონ.