გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე, რუსეთ- საქართველოს 10 წლისთავზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს.
შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგა პოლიტიკურ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე. სხდომის დასრულების შემდეგ, შეერთებული შტატების, ნიდერლანდების, საფრანგეთის, პოლონეთის, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის სახელით, სპეციალური განცხადება ორგანიზაციაში ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გააკეთა.
კარენ პირსმა რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ მოუწოდა ოფიციალურ მოსკოვს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. დიდი ბრიტანეთის მუდმივი წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო გაერთიანების უმრავლესობა არ ცნობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თვითგამოცხადებულ დამოუკიდებლობას.
„რუსეთი განაგრძობს დიდი რაოდენობით სამხედრო პერსონალისა და მძიმე შეიარაღების ყოლას საქართველოს ტერიტორიაზე, ავითარებს სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში ინტეგრაციას და თანამშრომლობს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებებთან, მხარს უჭერს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს, რომელიც ზღუდავს ხალხთაშორის კონტაქტს, ხელს უშლის შერიგების მცდელობებს და აზიანებს მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას, რუსეთის ქმედებები აჩვენებს, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, საერთაშორისო გაერთიანების აბსოლიტური უმრავლესობა არ ცნობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თვითგამოცხადებულ დამოუკიდებლობას, მაგრამ რუსეთის მიერ ამ სეპარატისტული რეგიონების აღიარება და მხარდაჭერა ხელს უწყობს საქართველოს დაყოფასა და კონფლიქტის გაგრძელებას,“- აცხადებს კარენ პირსი.