19 ნოემბერი 2024,   23:20
ვრცლად
მარიხუანას მოხმარების ლეგალიზება - პრემიერი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

პრემიერის თქმით, ახალი სამართლებრივი რეალობა დადგა ქვეყანაში მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ ადმინისტრაციული სასჯელიც გააუქმა ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით.

სწორედ ამიტომ მამუკა ბახტაძემ შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებს სათანადო ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდა. მამუკა ბახტაძემ უწყებათაშორის ჯგუფს მოუწოდა, რომ რეაბილიტაციის მიმართულებით სპეციალური პროგრამა წარადგინონ.

„შინაგან საქმეთა მინისტრს დაევალება, კოორდინაცია გაუწიოს საქართველოს მთავრობის მხრიდან გადასადგმელ ქმედით ნაბიჯებს, რათა სრულად იქნას დაცული, უკლებლივ ყველა საზოგადოებრივი სიკეთე. ამასთანვე, იუსტიციის სამინისტროსთან არსებულ ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათშორის საბჭოს ფარგლებში წარმოდგენილმა პროფილურმა სამინისტროებმა, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის აქტიური ჩართულობით შეიმუშაონ და დასამტკიცებლად წარმოადგინონ ნარკომანიის გავრცელების პრევენციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის და ნარკომანიის მძიმე სენით დაავადებულ პირთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის უზრუნველმყოფი ქმედითი პროგრამები,“ - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები