19 ნოემბერი 2024,   23:30
ვრცლად
პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე საქაშეთის დევნილთა დასახლებაში ჩავიდა

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე გორის რაიონში, საქაშეთის დევნილთა დასახლებაში ჩავიდა.

ადგილობრივების ძირითადი პრობლემა დევნილთა დახმარების გამო შეწყვეტილი სოციალურ შემწეობაა.

პატარა ლიახვიდან დევნილი მანანა დემეტრაშვილი ამბობს, რომ მხოლოდ დევნილთა დახმარება ოჯახს არ ყოფნის და მძიმე ეკონომიკურ პირობებში უწევთ ცხოვრება.

დავით ბაქრაძემ დევნილებს საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.

„ამ მძიმე დღეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება დევნილების მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, ვისაც რუსულმა ოკუპაციამ დაუნგრია ცხოვრება, დააკარგვინა ოჯახის წევრები, დააკარგვინა სახლები და პრაქტიკულად, უმძიმეს პირობებში, ხელახლა დააწყებინა ცხოვრება. ქართული სახელმწიფო ჩვენი მძიმე ისტორიის გამოისობით, არის ვალში ამ ადამიანებთან,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები