დიმიტრი მედვედევმა შეერთებული შტატების მიერ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება - “ეკონომიკური ომის” გამოცხადებას შეადარა.
რუსეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თუკი შეზღუდვების გაძლიერება საბანკო საქმიანობის შეზღუდვას შეეხება, მოსკოვი შტატებს ეკონომიკური, პოლიტიკური და საჭიროების შემთხვევაში სხვა მეთოდებითაც უპასუხებს.
რუსეთის წინაღმდეგ სანქციების გაღრმავების შესახებ კომენტარი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმაც გააკეთა. ჰიზერ მოიერტის თქმით, ვაშინგტონს მოსკოვთან კარგი ურთიერთობა სურს და ახალი შეზღუდვები მიზანია, რუსეთს საკუთარი ქმედებების გამოსწორებისკენ უბიძგოს ან წაახალისოს.