20 ნოემბერი 2024,   00:18
ვრცლად
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე რაჭველებს ხვდება

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანების სხვა ლიდერებმა შეხვედრები რაჭაში დაიწყეს.

დღეს ისინი სოფელ ნიკორწმინდას ეწვივნენ. მთავარ პრობლემებად მოქალაქეები მზარდ უმუშევრობას, კრიმინალის მატების გამო ტურისტების ნაკლებობას, გაზის არ ქონას ასახელებენ.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ მოსახლეობას არ აქვს გასათბობად შეშის მოპოვების საშუალება, ივანიშვილის კომპანიები კი უკონტროლოდ ჭრიან ხე ტყეს.

„ნიკორწმინდა აბსოლუტურად სავალალო მდგომარეობაში იმყოფება. არ არის სამუშაო ადგილები, არ არის ცხოვრების ელემენტარული პირობები, არ არის გაზი, გახშირებული კრიმინალის გამო, საერთოდ, რაჭაში და კერძოდ, ნიკორწმინდაშიც ტურისტების რაოდენობამ მკვეთრად იკლო, რაც ადგილობრივებს აკლებს შემოსავალს. აღარ შეიძლება ასე გაგრძელება,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები