„წარსულის შესახებ სიმართლის ცოდნაა საჭირო,“ - ასე ასრულებს აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ წერილს შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი.
2008 წლის 10 აგვისტოს, მაშინ როდესაც რუსული ავიაცია უკვე თბილისს ბომბავდა, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე ამერიკის ელჩმა მოსკოვი ამხილა და საჯაროდ გათქვა კონდოლიზა რაისისა და სერგეი ლავროვის სატელეფონო საუბრის დეტალები. ზალმაი ხალილზადემ თქვა, რუსეთს სამხედრო ოპერაციის მიზანი საქართველოს ხელისუფლების დამხობა.
მაშინ ამერიკის ელჩს გაეროში კონდოლიზა რაისის და სერგეი ლავროვის სატელეფონო საუბარის შინაარსის გახმაურება თავად რაისმა დაავალა.
ათის წლის შემდეგ რაისი ყვება, რომ ცეცხლის ალში გახვეული ქართული ქალაქების შემხედვარემ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დაურეკა და მოსკოვს სამხედრო ოპერაცია შეწყვეტა მოსთხოვა. მაშინ ლავროვმა რაისს სამი პირობა წაუყენა.
კონდოლიზა რაისი წერს, რომ ფრაზამ, სააკაშვილი უნდა წავიდეს, ის შოკში ჩააგდო. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაშინ რუსული სამხედრო აგრესიის ნამდვილი მოტივები დაინახა.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის საავტორო სტატიაში, აგვისტოს ომის მთელი კულუარები ჩანს. რა ხდება თეთრი სახლის კაბინეტებში მაშინ, როდესაც რუსეთი საქართველოს ბომბავდა. რაისის სტატიამ გავლენიან ამერიკულ გამოცემაში წერტილი დაუსვა სპეკულაციებს თემაზე - ვინ დაიწყო ომი.
ამერიკის სახელმწიფო მდივანი წუხს, რომ ვერ შეძლო რუსული აგრესიის შეკავება, თუმცა ფიქრობს, რომ მისია მაინც შეასრულა და საქართველო ბუშის ადმინისტრაციამ გადაარჩინა.
რაისი წუხს, რომ აგვისტოს გაკვეთილებიდან რუსეთმა მაგალითი ვერ მიიღო და მცდარი დასკვნები გააკეთა, ომიდან შვიდ წლების შემდეგ მისი ახალი სამიზნე უკრაინა გახდა.