ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც საოკუპაციო რეჟიმი საქართველოში მიმდინარე ნატო-ს სწავლებებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ეხმაურება.
ლევან იზორიას განცხადებით, საქართველოში მიმდინარე წვრთნები საერთაშორისო ნორმებთან თანხვედრაში მოდის, განსხვავებით იმ სწავლებებისგან, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს.
„ღირსეული პარტნიორი აბსოლუტურად თანხვედრაშია საერთაშორისო ნორმებთან, განსხვავებით იმ სწავლებებისგან, რომლებსაც ვხედავთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აბსოლუტურად, მიუღებელი, გამომდინარე იქიდან, რომ ეწინააღმდეგება სწორედ საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს და სტანდარტებს, ჩვენ კი ამ სწავლებებით გვსურს, მხოლოდ და მხოლოდ, მეგობრობის გამტკიცება პარტნიორებთან, მეზობლებთან და უსაფრთხოების და სიმშვიდის კიდევ უფრო უზრუნველყოფა მოსახლეობისთვის და რეგიონისთვის,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს პარტნიორებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ, რა ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყვეს საქართველოს მხარდაჭერას.