20 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევა - ოპოზიცია ცესკო-ს არჩევნების გაყალბების სამზადისში ადანაშაულებს

ოპოზიცია ცესკოს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევის კრიტერიუმებს აპროტესტებს.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ხარვეზებზე ამჯერად, სამოქალაქო სექტორთან შეხვედრაზე ისაუბრებენ.

მათი მტკიცებით, ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიას არა კვალიფიკაციის, არამედ „ქართული ოცნების“ და სუს-ის წარმომადგენელთა ახლობლებით აკომპლექტებს.

„ახალი საქართველოს” თავმჯდომარის განცხადებით, ეს იმას ნიშნავს, რომ რეგიონებში ფაქტობრივად, საარჩევნო შტაბებს „ქართული ოცნება“ და ძალოვანი უწყებები გააკონტროლებენ.

„გამოვავლინეთ უპრეცენდენტო პროცესი, როცა პირდაპირ ცოლები, მეუღლეები ინიშნება სუს-ის, ცესკო-ს და ქართული ოცნების შტაბიდან. ეს არის კიდევ ერთხელ ვამბობ, გაყალბების მანქანის შექმნის მცდელობა ცესკო-ს მხრიდან, რასაც ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ,’ - განაცხადა „ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიცია ცესკო-ს არჩევნების გაყალბების სამზადისში ადანაშაულებს. შეხვედრა მედიისთვის დახურული იქნება.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ირმა პავლიაშვილის თქმით, შეხვედრაზე იმ მტკიცებულებებს გაეცნობიან, რაც ოპოზიციას აქვს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ნეიტრალური ადამიანებით კომპლექტდებოდეს. „საია“ შეისწავლის ფაქტს და შესაბამისად, ჩვენს მოსაზრებებს, რა თქმა უნდა, საზოგადოებას წარმოვუდგენთ,“ - განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.

დღის ამბები