20 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
ლარის კურსის რეკორდული გაუფასურება - მმართველ გუნდში ეროვნული ვალუტის ვარდნას გარე ფაქტორებს უკავშირებს 

მმართველ გუნდში ლარის კურსის მკვეთრ ვარდნას  ეხმაურებიან. „ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება გარე ფაქტორებითაა განპირობებული.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, გოგა გულორდავა იმედოვნებს, რომ ლარის კურსი მალე დასტაბილურდება.

„ვხედავთ ყველა, რა პროცესები მიმდინარეობს რეგიონში ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან, ეს არის თურქეთი, რუსეთი, როგორ უფასურდება მათი ვალუტა. არ შეიძლებოდა, ამ ფაქტორებს გავლენა არ ექონია ჩვენთანაც... რა თქმა უნდა, მცირეოდენ ზრდას ამ მოკლევადიან პერიოდში, სანამ სტაბილიზაციას მიაღწევს, რაღაც დოზით აუცილებლად შეიძლება გამოიწვიოს,“ - განაცხადა გოგა გულორდავამ.

დღეს დილით ლარის კურსის საწყისი ნიშნული 2.56-ზე იყო, თუმცა ამ წუთებში ლარის საბაზრო კურსი 2.61-ს აღწევს.

გაცილებით მაღალია კურსი კომერციულ ბანკებში. საქართველოს ბანკში 1 დოლარის ღირებულება 2.66 თეთრია, რაც შეეხება თიბისი ბანკს - ერთი დოლარის შეძენა 2.65 თეთრად არის შესაძლებელი.

დღის ამბები