გაერთიანებული ოპოზიცია საოლქო საარჩევნო კომისიების შემადგენლობას უნდობლობას უცხადებს და ამ კომისიების თავიდან დაკომპლექტებას ითხოვს.
საკითხი დღეს გაერთიანებულმა ოპოზიციამ უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზეც დააყენა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თქმით, ნეიტრალური კვოტა სუს-მა და „ქართულმა ოცნებამ“ შეავსეს.
ოპოზიციური პარტიების გაერთიანება მოითხოვს უწყებათაშორისი კომისიისგან, რომ რეკომენდაციით მიმართოს ცესკო-ს, რომელიც გააუქმებს ამ შედეგებს და ხელახლა მოხდეს საოლქო კომისიებში ნეიტრალური წევრების არჩევა.
პოლიტიკური პლატფორმა ”ახალი საქართველოს” პოლიტიკური მდივანი, პაატა მანჯგალაძე იმედოვნებს, რომ უწყებათაშორის კომისიაზე განხილვის შემდეგ უკვე შერჩეული პირების ხელახალი არჩევა მოხდება.
„ეს არის დროში გაწელილი პროცესი, რომელშიც ჩართულია როგორც ცესკო, საოლქო კომისია, საუბნო კომისიები და სწორედ კონკრეტული სანდო ადამიანების შერჩევით ხდება შემდეგ უბნებზე და ოლქებში მანიპულაცია საარჩევნო შედეგებზე. ამიტომ, მნიშვნელოვანია კანონმდებლობის მოთხოვნა, რომელიც ითვალისწინებს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი ადამიანების შერჩევას კონკურსის გზით, ეს პროცედურა აღვასრულოთ,“ - განაცხადა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო პროექტების კოორდინატორი, ლელა ტალიური აცხადებს, რომ წლებია ეს პრობლემა არსებობს და საია რეკომენდაციას გასცემს, რომ რეგულაციები მოწესრიგდეს. ტალიურის თქმით, მოქმედი რეგულაციები საოლქო კომისიის დაკომპლექტების გაუმჭირვალე დაკომლექტების ჩატარების შესაძლებლობას ტოვებს.