ცენზურის მორიგი მცდელობა მედია სივრცეში და პოლიტიკაში - კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია პოლიტიკური რეკლამის განთავსების შეზღუდვას ცდილობს.
რეგულაციის მიხედვით, პოლიტიკურ პარტიებს არაწინასაარჩევნო პერიოდში ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსება ეზღუდება.
დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანიები და, პრაქტიკულად, ყველა ოპოზიციური პარტია უწყების ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ ერთიანდება.
მედიასაშუალებები წარმომადგენელთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს რეგულაცია მიუღებელია და პარტიებს ყოველთვის უნდა ჰქონდეთ პოლიტიკური რეკლამის განთავსების შესაძლებლობა.
„რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. გვარამიას განაცხადებით, სამაუწყებლო კომპანია ამ აკრძალვის მიუხედავად, პოლიტიკური სარეკლამო რგოლების მაინც განათავსებს.
„ევროპულმა საქართველომ“ ეს საკითხი დღეს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე დასვა, თუმცა ის არ განიხილეს. ოპოზიციის მტკიცებით, ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად ემზადება. უმრავლესობა კი გადაწყვეტილებაში პრობლემას ვერ ხედავს.
სამოქალაქო სექტორის შეფასებით, არაწინასაარჩევნო პერიოდში აკრძალვის დაწესება გაუმართლებელია და ამით პოლიტიკური პარტიების გამოხატვის უფლება იზღუდება.