დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების 2019 წლის თავდაცვითი ბიუჯეტი დაამტკიცა. ხელმოწერის ცერემონია ფორტ-დრამის სამხედრო ბაზაზე საზეიმო ვითარებაში გაიმართა.
ამერიკის პრეზიდენტის ხელმოწერით ძალაში შევიდა დოკუმენტი, რომელიც შეერთებული შტატების თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებისთვის 716 მილიარდ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
ბიუჯეტი, ევროპაში შეერთებული შტატების მოკავშირეებისა და პარტნიორების გაძლიერების კუთხით, საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი დახმარების გაწევასაც გულისხმობს, რაც დოკუმენტის მიხედვით, გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და გააუმჯობესებს ნატო-ს ძალებთან თავსებადობას.
მასში ხაზგასმულია ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერა.