უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის წესში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით წინასწარი კონსულტაციები მიმდინარეობს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი მხოლოდ საკითხის დეტალური განხილვის შემდეგ მიიღებს.
ახალი კანონპროექტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის წესის მნიშვნელოვნად გართულებას გულისხმობს.
თითქმის, სამმაგდება თანხის ოდენობა და უძრავი ქონების ღირებულება, რომელიც ნებართვის მიღების საფუძველია. გარდა ამისა, ინვესტორზე თავიდანვე მუდმივი ბინადრობის ნებართვა აღარ გაიცემა.
ცვლილებებთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კომენტარი გააკეთა,
„უკანონო მიგრაციული პრობლემები და პროცესები არის, თუ არ აღვკვეთეთ, დააზიანებს შენგენის სივრცესთან უვიზო მიმოსვლას. მომავალში, შეიძლება უკვე ვიფიქროთ, შემოდგომაზე, პარლამენტთან ერთად იმაზე, რომ ჩვენ წავახალისოთ კანონიერი მიგრაცია,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.