19 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
წინასაარჩევნო საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შემდეგი სხდომა სავარაუდოდ საჯარო იქნება

წინასაარჩევნო საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შემდეგი სხდომა სავარაუდოდ საჯარო იქნება. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა მოთხოვნაზე - სხდომის მიმდინარეობის ტრანსლირება ფეისბუქის მეშვეობით პირდაპირი ეთერის რეჟიმში განხორციელდეს, სიტყვიერი თანხმობა მიიღო.

თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ლაშა ჩხარტიშვილს სხდომაზე მედიის დაშვებაზე უარი უთხრა. ჩხარტიშვილი ამტკიცებს, რომ ამით შს მინისტრის მოადგილემ კანონი დაარღვია.

„დაუსაბუთებელი იყო კომისიის თავმჯდომარის და კომისიის წევრების მხრიდან პოზიცია იმის თაობაზე, რომ თურმე დახურული უნდა იყოს კომისიის სხდომა. კენჭისყრაზეც კი არ დააყენა კომისიის თავმჯდომარემ ეს საკითხი, რითაც მე ვფიქრობ, რომ კანონიც დაარღვია. იმიტომ, რომ თუკი ამ სხდომას ესწრებიან არამარტო საარჩევნო სუბიექტები, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მაშინ სრულიად დაუშვებელია მედიას აეკრძალოს აღნიშნული,“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”დემოკრატიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა.

დღის ამბები