19 ნოემბერი 2024,   23:19
ვრცლად
საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ პატივი მიაგო

საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას დილიდან პატივს მიაგებენ. გმირთა მოედანზე უკვე მივიდნენ გმირების ოჯახის წევრები და ახლობლები. 26 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენეს ვეტერანებმა.

გმირთა მოედანზე იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ვახტანგ ყოლბაია. მისი თქმით,

„მე დარწმუნებული ვარ, დღეს თუ არა ხვალ, აფხაზეთში დაღუპული ბიჭები, მათ შრის, აფხაზებიც, რომლებიც იბრძოდნენ თავისი სიმართლისთვის, ჩვენ ყველა გავხდებით მოწმე, თუ როგორ აყვავდება გაერთიანებული ქვეყანა,“ - განაცხადა ყოლბაიამ.

26 წელი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად შევიდა, ე.წ.-მა „აფხაზურმა გვარდიამ", პირველად სწორედ 14 აგვისტოს გაუხსნა ცეცხლი ოჩამჩირის რაიონში.

რუსული სამხედრო აგრესიის დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა, 300 ათასი კი დევნილად იქცა. 

დღის ამბები