19 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართვლოს ეწვევა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართვლოს ეწვევა. ვიზიტი  23-24 აგვისტოს შედგება. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, მერკელს რეგიონალური ტურნე ექნება.

აქართველოში ჩამოსვლამდე ანგელა მერკელი 18 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს მეზერბერგის სამთავრობო რეზიდენციაში უმასპინძლებს.

გერმანიის კანცლერი კავკასიურ ტურნეს სწორედ საქართველოდან იწყებს, 24-აგვისტოს მერკელი ერევანში გაემგზავრება, 25 აგვისტოს კი აქოში.

ანგელა მერკელი ბოლოს საქართველოში 10 წლის წინ, 2008 წლის 17 აგვისტოს იმყოფებოდა.

გერმანიის კანცლერის ვიზიტის მნიშვნელობაზე დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა. დავით ზალკალიანის თქმით, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. 

დღის ამბები