გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ და გაერთიანების სხვა ლიდერებმა ცაგერში ქვირითაიების ოჯახი მოინახულეს. უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს, სადაც ონკოლოგიურად დაავადებული იმყოფება, სოციალური დახმარება მოუხსნეს.
მიზეზად დასახელდა ის ფაქტი, რომ ოჯახმა ელექტროენერგიის გაზრდილი საფასურის გადახდა მოახერხა. ოჯახის თქმით, დენის დიდი რაოდენობით მოხმარება გამოწვეული იყო ონკოლოგიური ავადმყოფობის მკურნალობის აუცილებლობით.
ქვირითაიები მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
გრიგოლ ვაშაძის თქმით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ბიუჯეტის ბიუროკრატიული ხარჯების ნაწილიდან მილიარდ 200 მილიონი დაიზოგება, რაც ჯანდაცვის სფეროს და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მოხმარდება.