19 ნოემბერი 2024,   23:36
ვრცლად
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ლენტეხში მცხოვრებლებს შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანების სხვა ლიდერები ლენტეხში ჩავიდნენ და მოსახლეობას რეგიონში არსებული პრობლემების შესახებ ესაუბრნენ.

ადგილობრივების თქმით, მათი მთავარია წუხილი ადგილზე უმუშევრობის ზრდა და მოსახლეობის გადინებაა. მთიანი რეგიონები პრაქტიკულად დაცარიელებულია.

ლარის გაუფასურება და კრედიტების გადახდის შეუძლებლობა ართულებს მათ საყოფაცხოვრებო პირობებს. ამას ემატება კრიმინალის ზრდა და ჩინოვნიკების თავგასულობა.

გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ აუცილებელია ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება და დაზოგილი თანხების ნაწილიდან ადგილზე სხვადასხვა პროექტის განხორციელება, რათა მოსახლეობას გაუჩნდეს სამუშაო ადგილები და ღირსეული შემოსავალი.

დღის ამბები