19 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
სუს-ის ამოცანა იყო ვიზიტის ჩაშლა იმიტომ, რომ პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას პირადად ხელმძღვანელობდა იოსებ გოგაშვილი - ელისო კილაძე

„სუს-ის ამოცანა იყო ვიზიტის ჩაშლა,“ - ეს განცხადება, ქრონიკა პლუსის მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ პროკურატურაში შესვლამდე გააკეთა.

ელისო კილაძე სტრასბურგში ვიზიტის ჩაშლაში სუს-ის უფროსის მოადგილეს, იოსებ გოგაშვილს ადანაშაულებს და პროკურატურას მომხდარის დეტალების შესწავლისკენ მოუწოდებს.

„დიდი იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური ნება იარსებებს და ვინმე გაბედავს ამ ქვეყანაში სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას. სუს-ის ამოცანა იყო ვიზიტის ჩაშლა იმიტომ, რომ პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას პირადად ხელმძღვანელობდა სუს-ის უფროსის მოადგილე, იოსებ გოგაშვილი და მისთვის, რასაკვირველია, იყო განაჩენი, როდესაც ევროპელი უფლებადამცველები პირველი პირისგან ანუ თემირლან მაჩალიკაშვილის მამისგან მიიღებდნენ ინფორმაციას,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

ელისო კილაძე, შვილმოკლულ მამებთან ერთად, სტრასბურგში გამგზავრებას 5 აგვისტოს გეგმავდა, სადაც დავით სარალიძის და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეებზე უნდა ესაუბრათ.

მათი თქმით, თბილისიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გაიგზავნა წერილები, სადაც წერია, რომ ამ ჯგუფში ტერორისტულ საქმიანობაში ბრალდებულებიც არიან. მომხდარში კილაძე სუს-ს ადანაშაულებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები