19 ნოემბერი 2024,   23:22
ვრცლად
საავტომობილო ხიდის ჩამონგრევა ქალაქ გენუაში - საგარეო უწყება იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქალაქ გენუაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევასთან დაკავშირებით იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

უწყება ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს. პარალელურად, კი განმარტავს, რომ უბედური შემთხვევის მსხვერპლთა იდენტიფიკაცია არ დასრულებულა და ცნობას დაღუპულთა ან დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ ჯერჯერობით არ ფლობენ.

უწყების ცნობით, დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ იტალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე.

დღის ამბები