19 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ყველაზე მძლავრი იარაღი - აშშ-მ ისტორიაში ყველაზე დიდი თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა  

დონალდ ტრამპმა ხელმოწერით ამერიკის ისტორიაში თავდაცვის ყველაზე დიდი ბიუჯეტი დაამტკიცა. 716 მილიარდ დოლარს აშშ, 2019 წელს დახარჯავს არა მარტო ქვეყნის შიგნით თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, არამედ რუსული აგრესიის შესაკავებლადაც

თავდაცვის ავტორიზაციის აქტში რუსეთის აგრესიის შეკავებას ევროპაში ცალკე ქვეთავი ეთმობა. იმ მოკავშირეებისა და პარტნიორების დაცვა ევროპაში, ვინც რუსული საფრთხის ქვეშაა, ამერიკის ეროვნულ ინტერესადაა დასახელებული. სწორედ ამ ქვეთავშია საუბარი საქართველოსა და უკრაინის დახმარებაზე.

საქართველოსთვის თავდაცვითი ლეტალური იარაღის მიწოდება, ნატო-ში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერისთვის კონკრეტული ზომების მიღება, შავ ზღვაზე საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით ნატოს და სხვა მრავალეროვნული ფორმატის წვრთნების გახშირება, ეს იმ ზომების მოკლე ჩამონათვალია, რასაც ახლადმიღებული კანონით ამერიკა 2019 წელს გეგმავს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფილი ელჩები მიიჩნევენ, რომ მას შემდეგ რაც აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის აქტში რუსეთის აგრესიის შესაკავებლად პარტნიორების, მათ შორის საქართველოს მხარდასაჭერად ასე ღია გზავნილები ჩაწერა, საქართველომ ქვეყნის შიგნითაც შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას. გაზარდოს ეროვნული თავდაცვის ბიუჯეტი და იყოს ძალიან აქტიური, რომ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვას.

 

დღის ამბები