პარლამეტის თავმჯდომარე რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის შეფასებებსა და საპრეზიდენტო არჩევნებში მის შესაძლო მხარდაჭერაზე განმარტებას აკეთებს.
ირაკლი კობახიძის თქმით, ზურაბიშვილის პირველი განცხადება ინტერპრეტირების საშუალებას იძლეოდა, ბოლო განმარტება კი ზუსტად ასახავს 2008 წლის აგვისტოში განვითარებულ მოვლენებს და ეს შეფასება მმართველი გუნდისთვის მისაღებია.
„იყო პირველი განცხადება, რომელიც ინტერპრეტირების საშუალებას იძლეოდა სხვა მიმართულებით, ამის შემდეგ იყო სხვა გამოსვლები, სადაც სხვა კონკრეტული ინტერპრეტაცია მოვისმინეთ ქალბატონი სალომეს მხრიდან. ვიქრობთ, რომ ეს ბოლო ინტერპრეტაცია იყო ჩვენთვის მისაღები, რადგან ზუსტად ასახავდა პროცესების იმ განვითარებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 წელს. თუ8მცა მე არ გავაღრმავებდი ამ თემას, ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა, ყველა კანდიდატს შეუძლია, თავისი მოსაზრება გამოთქვას, ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპები,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.