19 ნოემბერი 2024,   23:26
ვრცლად
ზურა ჯაფარიძე საპრეზიდენტო არჩევნებში პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" სახელით შეძლებს მონაწილების მიღებას

ზურა ჯაფარიძე საპრეზიდენტო არჩევნებში პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" სახელით შეძლებს მონაწილების მიღებას. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, ეს გადაწყვეტილება კონკურენტული საარჩევნო გარემოს შექმნის მიზნით მიიღეს. ცესკოს ახალი დადგენილებით საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ პარტიებს, რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ ცესკო-ში  პარლამენტისა ან საკრებულოს ბოლო არჩევნებისათვის ასევე იმ პარტიებს, რომლებსაც ცესკო-ს თავმჯდომარის განკარგულებით გაუუქმდათ რეგისტრაცია. ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ცესკო-ს ახალ კრიტერიუმს "გირჩი" უკვე აკმაყოფილებს.

"ჩვენ დავპირდით ჩვენს ამომრჩეველს რომ ზურაბ ჯაფარიძე "გირჩის" სახელით მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას და "გირჩი" მოხვდებოდა ბიულეტენზე. ცესკო-მ მიიღო გონივრული გადაწყვეტილება, ხელი არ შეუშალა პოლიტიკურ სუბიექტს არჩევნებში მონაწილეობაზე,"-აცხადებს ”ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, იაგო ხვიჩია. 

დღის ამბები