გენუაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა. "საქართველო იტალიის მთავრობისა და ხალხის გვერდით დგას და სოლიდარობას უცხადებს,"- წერს გიორგი მარგველაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში." მსხვერპლთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც.
იტალიაში მომხდარ ტრაგედიას მსოფლიო ლიდერებიც ეხმაურებიან. "ამ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ დიდი ბრიტანეთი ჩვენი იტალიელი მეგობრებისა და მოკავშირეების გვერდით დგას, ჩემი ფიქრები იტალიელ ხალოხთანაა," - წერს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტი ტერეზა მეი სოციალურ ქსელ "ტვიტერში."
განცხადებით გამოეხმაურა მომხდარს ევროკომისიის პრეზიდენტი. ჟან კლოდ იუნკერმა გარდაცვლილთა ახლობლებსა და მეგობრებს, ასევე იტალიელ ხალხს მიუსამძიმრა.
იტალიელ ხალხის მიმართ თანაგრძნობა გამოხატეს ასევე გერმანიის კანცლერმა და კანადის პრემიერ-მინისტრმა.