პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ჩავიდა. ადგილობრივები მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მათი ერთადერთი შემოსავალი უცხოეთში სამუშაოდ წასული ოჯახის წევრების მიერ გამოგზავნილი თანხაა.
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ბუკნარის მოსახლეობას საკუთარი პროგრამის პრიორიტეტი გააცნო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში დასაქმებას ეხება.
„მომავალი პრეზიდენტის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს, მიხედოს მილიონზე მეტ ქართველს, რომელიც იძულებულია, დღეს უცხოეთში შრომით ირჩინოს თავი და ამ ადამიანებზე, მათი პრობლემა, გაჭირვება, მათი ოჯახების ბედი დავიწყებულია. ამიტომ, ჩემი როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ამ ადამიანების და მათი ოჯახების მიხედვა, მათთვის უკეთესი პირობების შექმნა,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.