19 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
„ცოტა ჟურნალისტებმა ტვინი გაანძრიეთ,“ - სალომე ზურაბიშვილი

„ცოტა ჟურნალისტებმა ტვინი გაანძრიეთ,“ - ეს განცხადება დღეს, დამოუკიდებელი პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა. კომენტარი კი იმ შეკითხვის პასუხი იყო, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში ავლაბრის რეზიდენციაში შესვლას ეხებოდა.

„უკვე არის ნათქვამი და ცოტა ჟურნალისტებმა ტვინიც გაანძრიეთ და ჩაიხედეთ, სად არის ნათქვამი. მე ვთქვი, რომ ჩემთვის არის სრულიად შესატყვისი იმ ახალი პრეზიდენტისთვის, ქალი პრეზიდენტისთვის ის ორბელიანების სასახლე, რომელსაც აქვს სხვა დატვირთვა ჩემთვის. მე ძალიან კომფორტაბელურად ვგრძნობ თავს ასეთი ტიპის სასახლეში, მეორე ისიც ვთქვი, რომ მე ჩემს სახლში ვიცხოვრებ, ჩემი სახლიდან ფეხით ვივლი და ესეც არის ახალი ფორმა პრეზიდენტობის. მზად ვარ, რომ ყველაფერი გავიმეოროთ, მაგრამ ისიც მართალია, რომ ნათქვამია,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები