19 ნოემბერი 2024,   23:30
ვრცლად
„ივანიშვილი ხეებს შუაღამეს მიათრევს-მოათრევს" - მოსახლეობამ ოზურგეთი-ურეკის ავტომაგისტრალი გადაკეტა

სოფელ ნაღობილევის მოსახლეობამ თხილზე კომპენსაციების გაცემის მოთხოვნით ოზურგეთი-ურეკის ავტომაგისტრალი გადაკეტა. მოსახლეობის აზრით, თხილის მოსავლის განადგურების გამო წელს გურიას შიმშილი ემუქრება.

მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სოფელში არც წყალია, არც გაზი, მხოლოდ გზაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ხეების გადატანის გამო დააგო. აქციის მონაწილეებს პრეტენზია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან აქვთ.

„გაზი გვინდა, მოხმარება გვინდა, შვილო, გზა არ გვაქვს, „სტოლბები“ გატეხილია, ავარიულ მდგომარეობაშია. ბანკებიც ვალები მაქვს. ივანიშვილმა წააქცია, ხეებს შუაღამეს მიათრევს-მოათრევს და არის ამ დღეში,“- აცხადებენ ადგილობრივები.

სოფელ ნაღობილევის მოსახლეობის პრეტენზიებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვიცემერმა, ირაკლი სირაძემ უპასუხა.

„ამ თმასთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია, მოსახლეობისგან განცხადებები მივიღოთ, შევქმნათ ჯგუფი, რომელიც, სავარაუდოდ, ზარალის ოდენობას დათვლის და შესაბამის უწყებას გადავუგზავნოთ. თუ გადაწყდება, რომ რაიმე ტიპით ანაზღაურება კომპენსაციის სახით მოხდეს, ჩვენ ამას მივესალმებით,“- განაცხადა ირაკლი სირაძემ.

 

 

დღის ამბები