20 ნოემბერი 2024,   00:32
ვრცლად
გაერთიანებული ოპოზიცის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე დუშეთში მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო

გაერთიანებული ოპოზიცის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე და ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია დუშეთში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრაზე ადგილობრივები ძირითად პრობლემებზე საუბრობდნენ და აღნიშნეს, რომ უმუშევრობას უჩივიან.

ასევე, მათი თქმით, ლარის გაუფასურება, ფასების ზრდა, საწვავისა და ელექტრო ენერგიის გაძვირება მძიმე სოციალურ ფონს ქმნის.

ადგილობრივებმა საპრეზიდენტო კანდიდატთან საუბრისას აღნიშნეს, რომ კრიმინალის მატება და კორუფცია მათ რეგიონში პრობლემას წარმოადგენს.

„კიდევ ერთხელ დავრწმუნდი დუშეთში ვიზიტის შემდეგ, რომ საქართველოს აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ პირველი, ის იყოს წარმატებული ქვეყანა და დავრწმუნდი კიდევ ერთხელ, საქართველოს აქვს ყველაფერი, რომ მოიგოს საპრეზიდენტო არჩევნები, შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ჩვენი ქვეყანა დააბრუნოს იმ ადგილას, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის, ჩვენი ისტორიის, კულტურის და ჩვენი გენეტიკის გამო, ეს არის წარმატებულ ქვეყნების რიგში,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები