„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი სტუდენტებს შეხვდა. დავით ბაქრაძემ და ახალგაზრდებმა პოლიტიკაში ახალგაზრდა თაობის აქტიურ ჩართვაზე ისაუბრეს.
ბაქრაძემ სტუდენტებს საარჩევნო პროგრამის ის პრიორიტეტიც გააცნო, რომლის თანახმად, პრეზიდენტის ფონდის თანხების 50% საზღვარგარეთ სტუდენტების დაფინანსებას მოხმარდება.