20 ნოემბერი 2024,   00:24
ვრცლად
„ჩვენ არ ჩამოგვიყალიბებია ჩვენი პოზიცია"- საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით "ქართული ოცნება" ისევ მსჯელობს 

საპრეზიდენტო არჩევნები - მმართველ პარტიაში 3 კვირაში მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას რომელ კანდიდატს დაუჭერენ მხარს. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ამ ეტაპზე კონკრეტულ განცხადებებს არ აკეთებენ.

„ქართული ოცნების“ ლიდერები ისევ არ საუბრობენ, იქნება თუ არა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა, რომელსაც ისინი მხარს დაუჭერენ.

„ჩვენ ვთქვით, რომ მხარს დავუჭერთ რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს, თუ დავინახავთ, რომ ამის საჭიროება არის. თუ ვინ იქნება კანდიდატი, რომელსაც ჩვენ დავუჭერთ მხარს, ეს უკვე მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი დარეგისტრირდება და ძირითადი სპექტრი არჩევნებში მონაწილეების იქნება უკვე ცნობილი,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად, მმართველ გუნდს ჯერ კიდევ აქვს დრო.

„ჩვენ არ ჩამოგვიყალიბებია ჩვენი პოზიცია. ჩვენ გვაქვს ჯერ დაახლოებით სამი კვირა დრო იმისათვის, რომ საბოლოოდ მივიღოთ გადაწყვეტილება და განვაცხადოთ ეს გადაწყვეტილება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები