ბათუმში, "ქართული ოცნების" ოფისში, დილის 10 საათიდან დახურული შეხვედრა მიმდინარეობდა. ოფისში, თბილისის მერი, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი კახა კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და პარტიის წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე შიდა პოლიტიკურ საკითხებს და რეგიონში არსებულ პრობლემებს განიხილავდნენ.
„იყო პარტიული შეხვედრები მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. შევხვდით ექვსივე მუნიციპალიტეტიდან საკრებულოს წევრებს "ქართული ოცნებიდან", ასევე ექვსივე მუნიციპალიტეტის მერს და გვქონდა შეხვედრა დეპუტატებთან, როგორც პარლამენტის წევრებთან აჭარიდან, ასევე უმაღლესი საბჭოს წევრებთან," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.