19 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
თუ ეს დამატებით კომფორტს შეუქმნის ჩვენს მოქალაქეებს, მხოლოდ მივესალმებით - პრემიერი თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრის გახსნას ეხმაურება 

„თუ ეს დამატებით კომფორტს შეუქმნის ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით,“ - ეს განცხადება, საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით გააკეთა.

პრემიერის თქმით, სავიზო ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით საჭიროების შემთხვევაში დამატებით განცხადებას და განმარტებას საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი გააკეთებს.

პრემიერის თქმით, აუცილებელია, რომ სავიზო ცენტრის გახსნა საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში მოხდეს.

თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრი იხსნება. რუსეთის ვიზების სკანდალის შემდეგ გახსნილი ცენტრი მსურველებს, დღეიდან ბესიკის ქუჩის 4 ნომერში მოემსახურება.

ცენტრში 16 ფანჯარა იქნება, რის მეშვეობითაც იმედოვნებენ, რომ დაჩქარდება და გამარტივდება ვიზების გაფორმების პროცედურა, ასევე შეიქმნება განმცხადებლებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები.

მომსახურება ფასიანია და 30 დოლარი ღირს. მსურველები კონსულთან შესახვედრად წინასწარ, ჩაეწერონ ინტერნეტის მეშვეობით უნდა ჩაეწერონ.

რუსეთის ვიზების სკანდალთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „შაბათის კურიერში“ გასული ჟურნალისტური გამოძიების თაღლითობის მუხლით გამოძიება დაიწყო.

რუსეთის ინტერესების სექციასთან დაუსრულებელ რიგებსა და შექმნილ ვითარებას რუსეთის საგარეო უწყება ქართველებს აბრალებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები