მმართველი გუნდი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აგვისტოს ბოლოს დააფიქსირებს. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელმა, სოზარ სუბარმა განაცხადა. სოზარ სუბარის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, დაუჭერს თუ არა მხარს არჩევნებზე, დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს.
სუბარმა დღეს თქვა, რომ ზურაბიშვილის გარკვეულ მოსაზრებებს მმართველ პარტიაში არ იზიარებენ.
„თვის ბოლომდე იქნება პოზიცია გამოხატული. რაც შეეხება, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, მისი ზოგიერთი განცხადება მისაღებია, ზოგიერთ განცხადებაზე შეიძლება, ჩვენ განსხვავებული ხედვა გვქონდეს, თითოეული განცხადების დონეზე ნამდვილად ვერ ჩავალ,“ - განაცხადა სუბარმა.