19 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
სასმელი წყლის მიწოდების და მიწების დაკანონების პრობლემა - სოფელ სალიბაურის მოსახლეობამ პრობლემები დავით ბაქრაძეს გააცნო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის მოსახლეობა სასმელი წყლის მიწოდებას, სამემკვიდრეო მიწების დაკანონებას და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვს.

ადგილობრივები „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატს, დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.

დავით ბაქრაძის განცხადებით, უწყლობა მთელ საქართველოში ისევ მოუგვარებელ პრობლემად რჩება, მიუხედავად ხელისუფლების დაპირებისა.

მისი თქმით, ასევე ვერ დასრულდა ვერც მამაპაპისეული მიწების დაკანონების პროცესი.

„დღემდე ხელისუფლება მიწების საკითხს იყენებს მოსახლეობაზე პოლიტიკური ზეწოლისთვის და ათასგვარი საბაბის გამოყენებით ხალხს უარს ეუბნება საკუთარი მამაპაპისეული მიწის დაკანონებაზე, ამიტომ, პრობლემები ყველგან ძალიან ბევრია და ეს პრობლემები გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანას ჰყავდეს ქმედითი პრეზიდენტი,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები